|
2018-11-19 12:40:52, 1522 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. "დღეს ამ არჩევნებით, ნამდვილად, ახალი საქართველო იწყება. ამ ახალი საქართველოს მშენებლობაში თქვენი დიდი წვლილი იქნება. იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი ადამიანი დაცული უნდა იყოს. მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი ტკივილი, პრობლემები, მე თქვენს წინაშე ვიქნები პასუხისმგებელი, მოვალ და ანგარიშს მოგახსენებთ იმის შესახებ, რას შევძლებ ან რას ვერ შევძლებ. თქვენი იმედი მაქვს, არამხოლოდ არჩევნებში, არამედ მის შემდეგაც და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, დაფუძნებულს ასეთ ძლიერ სოფლებზე და ადამიანებზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)