|
2018-11-19 09:17:17, 1730 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ მეწარმეებს ფერმერთა დღე მიულოცა
„ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ერთად ვიმუშაოთ თქვენი მიზნების განხორციელებისთვის, რადგან თქვენი წარმატება, ეს ჩვენი წარმატებაა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ზუგდიდში, ფერმერთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ასეთი დღეები ძალიან გვეხმარება, რომ განვავითაროთ სოფლის მეურნეობის სექტორი და ამისთვის აზრთა გაცვლა-გამოცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. „მსგავსი ფორუმი საშუალებას გვაძლევს მთავრობას გავიგოთ, რა გიჭირთ, რაში შეგიძლია დაგიდგეთ გვერდში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულებაა და ამაში ფერმერების და საფერმერო მეურნეობების როლი წამყვანია. საქართველოში ჩვენ გაგვაჩნია ფერმერობის დიდი ტრადიცია, გვაქვს მთელი რიგი უპირატესობები და შეგვიძლია შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადია არა მარტო ჩვენთან, არამედ უცხოეთის ბაზრებზეც. სოფლის მეურნეობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენი მოსახლეობის ძირითადი მასები, ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობა ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ ხალხის საშუალო შემოსავალი", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობისა და ფერმერთა მხარდასაჭერად ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და ბევრად მეტია გასაკეთებელი. სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ქობულიამ ასევე ისაუბრა იმ ინიციატივაზე, რომელიც მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კადრების გადამზადებას ეხება. „მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პროგრამას ვგეგმავთ სახელმწიფო მხარდაჭერით. ჩვენ მოგამზადებთ თქვენ და მოვამზადებთ თქვენთვის კადრებსაც, რომელთა მაღალ კვალიფიკაციასაც დაეყრდნობით. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ტექნიკურ სპეციალობებზე, არამედ ყურადღება დაეთმობა ზოგად ტრენინგებს, მარკეტინგს, ფინანსურ აღრიცხვას და ასე შემდეგ", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია ეს დარგი ექსპორტზე ორიენტირებული იყოს. „ჩენ გვჭირდება ექსპორტორიენტირებული სოფლის მეურნეობა. ჩვენ გვირჩევნია მეტი ვაწარმოოთ ექსპორტზე, ვიდრე ნაკლებით დავაკმაყოფილოთ მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი. ამისთვის ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, იფიქრეთ, როგორ უნდა გაფართოვდეთ და როგორ გახვიდეთ საექსპორტო ბაზრებზე. ერთ-ერთი საწინდარი არის საწარმოების გამსხვილება. ბევრი მაგალითი ვნახეთ კოოპერატივების ჩამოყალიბების და მოგიწოდებთ ამ მიმართულებით განვითარებისკენ. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნებისთვის, რადგან თქვენი წარმატება, ეს ჩვენი წარმატებაა", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)