13:45 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 16:21:06, 2024 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - საზოგადოების შეცვლისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მთავარი ძალა ქალები იქნებიან

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა აუცილებელია.

აღნიშნულ საკითხზე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის" წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქალები საქართველოში ამომრჩეველთა 53 პროცენტს წარმოადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ აქვთ.

„ქალების ჩართულობა აუცილებელია. ქალები წარმოადგენენ ამ ქვეყნის ამომრჩევლების 53 პროცენტს, მაგრამ არ აქვთ სათანადო ადგილი პოლიტიკაში. ამ დროს, ქვეყნის ყველა სხვა დარგში პრაქტიკულად ქალები არიან წარმოდგენილი. ისინი არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არა პოლიტიკაში, არც ადგილობრივ დონეზე და არც პარლამენტში. მაგალითი, რაც მინდა, შემოვიტანოქართულ პოლიტიკაში, რომ როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს არის მაგალითისა და შემდეგი ბრძოლისთვის, რაც უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება თანამედროვეობისკენ შეიცვალოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს ყველაზე ღირებული ტრადიციები. ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა. ეს არის ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი ძალა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მოძრაობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics