03:24 - 01 May, 2026
|
2018-11-17 11:53:52, 4065 ნახვა
მსოფლიო
ხანძარი კალიფორნიაში - დაიღუპა 71 ადამიანი, 1000-მდე კი, დაკარგულია
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლმა ქალაქი პარადაისი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის თავიდან აშენებაა საჭირო. მედიის ცნობით, 1000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხანძრის გავრცელების ფართობი 57 ათას ჰექტარს აჭარბებს. ცეცხლმა თითქმის 7 ათასამდე შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცნობისთვის, ხანძარს კალიფორნიაში უკვე 1 კვირის განმავლობაში ებრძვიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)