20:07 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 17:19:12, 1605 ნახვა

საზოგადოება
ლაბორატორიის სპეციალისტმა სამედიცინო ბიოდაცვის მე -16 კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში. სამედიცინო ბიოდაცვის მე -16 კონფერენცია ქალაქ მიუნჰენში, გერმანიაში ჩატარდა. 

კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და ბიოდაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე განხილული იყო „ვექტორებით გადამტანი დაავადებების“, „ბიოლოგიური ტოქსინების“, „ანტივირუსების, ანტიბიოტიკების და ვაქცინაციის საკითხები”, ასევე, „თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მისი გამოსახულებების“ ნაირსახეობები.

ლაბორატორიის სპეციალისტმა, ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა წარადგინა პოსტერ-პრეზენტაცია თემით: „ლაბორატორიული  ნარჩენების მართვა  ახალი რეგულაციების გათვალისწინებით სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ქსელში“. ახალი რეგულაცია ლაბორატორიაში მიმდინარე წელს დაინერგა და წარმოადგენს  ნარჩენების მართვის გამარტივებულ და მოქნილ სისტემას.

 

(NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics