16:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 15:15:50, 453 ნახვა

რეგიონი
შუახევში უვიზო მიმოსვლის შესახებ კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა გრძელდება.

ამჯერად, შეხვედრა შუახევის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ ნატოსა და ევროკავშიროს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი და გიორგი გობრონიძე მოწვეული ექსპერტი.

შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, აგრეთვე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics