|
2018-11-16 14:21:55, 2385 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტას“ ფილიალები დამატებით კვირა დღეს იმუშავებენ
საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის ვარდნის და უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე „თეგეტას“ ფილიალები დამატებით იმუშავებენ კვირა დღეს, 18 და 25 ნოემბერს, 09:30 – 16:00 საათამდე. აღნიშნულ დღეებში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით, თბილისი - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5; დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქუჩა, მიონის მოპირდაპირე მხარეს; უნივერსიტეტის ქ. №6; ვარკეთილი, ლაღიძის ქ. №7; კახეთის გზატკეცილი №15; დიღმის მასივი, VI კვარტალი, №22; თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან); მარნეული - 26 მაისის ქუჩა; გორი - შინდისის გზატკეცილი №2; ახალციხე - თამარაშვილის ქ. №67; ქუთაისი - ახალგაზრდობის გამზირი №102; ბათუმი - აეროპორტის გზატკეცილი №263 ბ (საბაჟო ტერმინალთან). კვირას მომხმარებელი შეძლებს მიიღოს შემდეგი სახის მომსახურება: ზეთის შეცვლა ძრავში, საბურავის დაშლა/აწყობა/ბალანსირება, სავალი ნაწილის შეკეთება, თვლების შეყრის კორექტირება და აკუმულატორის შეცვლა. „თეგეტა“ ასევე გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად, აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ისე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44. „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge.
(R)
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)