13:43 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 13:44:14, 1883 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ მეორე ტურის საარჩენო პროცესშიც ერთიანია

„ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანია ამ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელია საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ბილბორდების გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ბილბორდებზე მმართველი გუნდის ლიდერების გამოჩენაში უცნაურს ვერაფერს ხედავს.

„მეორე ტურის კამპანიის ახალი ბილბორდების მთავარი გზავნილი არის რა, ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომელიც სრულად არ მოვიდა პირველ ტურზე იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანია ამ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა იმისთვის, რომ მობილიზება მოხდეს ყველა ჩვენი იმ ამომრჩევლის, რომელიც პირველ ტურზე ვერ ან არ მოვიდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილის ახალი სარეკლამო ბანერები გამოჩნდა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა ბახტაძე არიან გამოსახული. ბანერზე ზურაბიშვილის სახელი, გვარი, საარჩევნო ნომერი და სლოგანი წერია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics