|
2018-11-15 12:25:02, 1645 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ზურაბიშვილის ბანერზე ივანიშვილის გამოსახვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს
„ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბანერზე ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამოსახვასთან დაკავშირებით განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არის გამოსახული ზურაბიშვილის ბანერზე ივანიშვილი და ხომ არ არის ეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამოწვეული. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, გუნდის ყველა წარმომადგენელი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში. „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)