|
2018-11-15 11:03:28, 2231 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები გამოვლინდნენ
თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები გამოვლინდნენ თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტი კომპანიების ვინაობა ცნობილია. 6 ნომინაციის 18 ფინალისტის სია ასე გამოიყურება: წლის ბიზნესი: 1. „კენარი" 2. „გროს ენერჯი გრუპი" 3. „ევროპის უნივერსიტეტი" წლის ქართული პროდუქტი: 1. „ჰერბია" 2. „გეფერინი" 3. „ნეოფარმი" წლის სტარტაპი: 1. „თიერსი" 2. „აპოლო 11" 3. Welcome to Georgia - the Musical წლის ტურისტული ბიზნესი: 1. "ალტიტუდა" 2. „წისქვილი ჯგუფი" 3. „Ecotours Georgia" წლის ქალი მეწარმე: 1. „სანტა" 2. „პანკისი ქემფინგ" 3. რადიო-ჰოლდინგი „ფორტუნა" ბიზნესი დადებითი გავლენისთვის: 1. „ფაბრიკა 1900" 2. „ჯეო მულჩი" 3. „ანტრე" ფინალისტი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.businessaward.ge/ka/businessaward-2018 გამარჯვებულების გამოვლენამდე, 18 ბიზნესი თიბისის დაგეგმილ ერთთვიან კამპანიაში ჩაერთვება, რომელიც მათ PR მხარდაჭერას, ასევე ციფრულ და ტრადიციულ მედია არხებში გაშუქებას უზრუნველყოფს. აქტიური კამპანიის ფარგლებში საზოგადეობა ფინალისტი კომპანიების ისტორიისა და ბიზნესსაქმიანობის შესახებ შეიტყობს, რაც ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას. ბიზნეს დაჯილდოების მთავარი პარტნიორია ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFSE. პროექტის დანარჩენი 3 პარტნიორი თითო ნომინაციას წარადგენს: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD წლის ქალ მეწარმეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" კი წლის ქართულ პროდუქტს დააჯილდოებს. Impact Hub Tbilisi ნომინაციას - „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის" წარადგენს. დამოუკიდებელი ჟიური 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებულს დეკემბერში გამოავლენს. ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება. საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. პლატფორმამ 2 წლის მანძილზე 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.
(R)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)