15:28 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 21:39:39, 1944 ნახვა

პოლიტიკა
ემიგრანტებს მეორე ტურში ხმის მიცემის საშუალება 24:00 საათამდე ექნებათ - სამხედროები ხმას 26 ნოემბერს მისცემენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ღამის 12:00 საათამდე შეეძლება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკო-ს წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც არჩევნების თარიღად 28 ნოემბერი, ოთხშაბათი დასახელდა, რადგან საზღვარგარეთ მცხოვრებლებისთვის ეს დღე არ არის უქმე.

რაც შეეხება ავღანეთში არსებულ ორ საარჩევნო უბანს, სამხედრო მოსამსახურეებს, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება 26 ნოემბერს შეეძლებათ.

ცნობისთვის, არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარებას ცესკო-ს 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50% ვერც ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ვერ მოაგროვა. პირველ ადგილზე გასულმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,73%. სწორედ ისინი იღებენ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics