15:27 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 15:29:08, 1373 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს

 „ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს, ამის მაგალითებიც და პრეცედენტებიც არსებობს“, - ამის შესახებვდედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის განცხადებით, მსგავსი პრეცენდენტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მოხდა.

„ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. როდესაც შემაჯამებელი ოქმი და ყველა გასაჩივრება სრულდება, როგორც ვიცი, ხდება გადათვლა და ინიშნება არჩევნების დღე. ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს, ამის მაგალითებიც და პრეცედენტებიც არსებობს. თუ არ ვცდები, 2012 წელს, ზუსტად არ მახსოვს, არჩევნები იყო ორშაბათ დღეს, ასე რომ, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ ეს არ გაუჭირდებათ, როგორც არ გაუჭირდათ 2012 წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics