|
2018-11-14 13:39:26, 1407 ნახვა
პოლიტიკა
„თქვენ კომიტეტის სხდომაზე ხართ თუ მიტინგზე?“ - კახიძესა და ბესელიას შორის შელაპარაკება მოხდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძესა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბესელიას მიმართეს, თუ რატომ არ არის დღის წესრიგში მათ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციების გაცემას შეეხება. მათი თქმით, მმართველი გუნდი ამ პროცესს შეგნებულად, პოლიტიკური მოტივებით აჭიანურებს, რადგან ხელს აფარებს რეალურ დამნაშავეებს. „ბიურომ იურიდულ კომიტეტს დააწერა როგორც ტყის კოდექსი, ისე დადგენილების პროექტი. თქვენ დღის წესრიგში ჩასვით ტყის კოდექსი, ვერ მოემზადეთ, ეხლა ეს არგუმენტი ვერ მიიღება უბრალოდ ქალბატონო ეკა. პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ქალბატონო ეკა ეხება გ. ბ.-ს მსჯავრდებას დავით სარალიძის მკვლელობისთვის, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მ.კ.-ს უნდა წარედგინოს ბრალი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ კი კახიძისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა. „გამოურთეთ მიკროფონი! რამდენიმე დღე მაინც უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა და უნდა მოამზადონ საკითხი. მოუმზადებლად საკითხის გამოტანა არ არის არც კორექტული, არც სწორი, არც მართებული, ამიტომ არც ვადას ვარღვევთ, არც პროცედურას ვარღვევთ. რატომ უნდა ყოფილიყო დღეს დღის წესრიგში შეტანილი, მე არ მესმის. ყურადღება, უკაცრავად, თქვენ აქ კომიტეტის სხდომაზე ხართ თუ მიტინგზე ხართ მოსული?! პასუხი მიიღე ოთარ და საკმარისია, არ ხარ პატარა ბავშვი რომ არ ხვდებოდე, რას გელაპარაკები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)