|
2018-11-14 11:01:07, 3376 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარს უჭერს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის ინიციატივას ერთიანი ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით, მხარს უჭერს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. როგორც მერკელმა აღნიშნა, ერთიანი ევროპული არმია შესაძლოა ნატო-ს დანამატი გახდეს. "ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ხედვაზე, რომ ერთ დღეს შევქმნათ რეალური ევროპული არმია. როგორც ჟან-კლოდ იუნკერმა თქვა 4 წლის წინ, საერთო ევროპული არმია დაანახებს მსოფლიოს, რომ აღარასოდეს იქნება ახალი ომი ევროპულ ქვეყნებს შორის. ეს არმია არ იქნება ნატო-ს წინააღმდეგ მიმართული. ეს იქნება ნატო-სთვის კარგი დამატება. არავის სურს კლასიკური კავშირების ეჭვქვეშ დაყენება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)