|
2018-11-13 12:08:01, 1565 ნახვა
სამართალი
უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ა.კ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, ა.კ.-მ განაწყენების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მავთულის ყელის არეში მოჭერით გაგუდა მასთან მუდმივად მცხოვრები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი 73 წლის ლ.ბ. „სამართალდამცველებმა ა.კ. იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით წარედგინა (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ა.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)