15:27 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 11:24:52, 1367 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ჰააგაში

„საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჰააგის სასამართლოში, საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძის განცხადებით, ყველა შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ, პარლამენტში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების დაბარებას, პარლამენტის თავმჯდომარე ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

„თუ ამ ინიციატივის საფუძველი არის ის სპეკულაციები, რომელიც არის დაგეგმილი რუსი პიარტექნოლოგების მიერ, ბუნებრივია, ამ საჭიროებას ვერ ვხედავ. არ შეიძლება სპეკულაციები ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამითაც გამოირჩევა ამ წინასაარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც ზოგადად, რომ ის სპეკულირებს ისეთ თემებზეც კი, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებთან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics