|
2018-11-12 22:24:33, 1577 ნახვა
კომენტარი
არველაძე: საქართველოს წმინდა ექსპორტის 71% თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორ ქვეყნებზე მოდის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადილე გენადი არველაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და პარლამენტარებს წარუდგინა შეთანხმება „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ და მოხსენება „საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების აღსრულების შესახებ“. სხდომას ასევე დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები მოისმინეს ინფორმაცია საქართველოსა და ჰონგ კონგ, ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ქართველი ექსპორტიორებისთვის მისი სარგებლის შესახებ, რის შემდეგადაც კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა აღნიშნულ შეთანხმებას. კომიტეტმა ასევე მოისმინა ინფორმაცია საქართველოს მიერ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე აქვს წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. „უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ჩვენს მიერ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ვაჭრობის რეჟიმების განვითარების კუთხით. პირველი წარმატებული მაგალითი იყო 2014 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება, როდესაც ქართული პროდუქციისათვის პირველად გაიხსნა 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, რომელმაც თავისი მოცულობით გადააჭარბა დსთ-სა და თურქეთის სამომხმარებლო ბაზრებს ერთად აღებულს,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ძალაში შესვლის შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიურად გაიზარდა საქართველოს საექსპორტო ბაზრები და ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ხოლო ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან, ჰონკონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 2018 წლის ივნისში მოეწერა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2017 წელს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის (რეექსპორტის გამოკლებით) ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა - 2 063 მლნ. აშშ დოლარი, რომლის 71% - 1 468 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში, რაც 30%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გენადი არველაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარების კუთხით ისეთ ქვეყნებთან, როგორც ინდოეთი, იაპონია, ისრაელი და ყურის არაბული ქვეყნები. მოხსენების წარდგენის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და კომიტეტის სხდომაზე მოწვეულმა სხვა სტუმრებმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხეს.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)