|
2018-11-12 20:46:49, 1573 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არ დავუშვებთ ვაშაძისა და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას
"ნაციონალური მოძრაობის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების ზრახვები უკვე საბოლოოდ გაცხადდა. ჩვენ თვეებია ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაზემ აღნიშნა, რევოლუციური სცენარისთვის ენმ ყველა ინსტრუმენს იყენებს. "ისინი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდნენ და ქართულ ჯარსაც კი შეეხნენ, სცადეს ამ ხელშეუხებელი ინსტიტუტის სახელის შებღალვა და პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. ისინი ყველაფერზე მიდიან, უკადრებელს კადრულობენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას, სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს და მივაწვდით მოქალაქეებს რეალურ და სწორ ინფორმაციას. ხელისუფლება კარგად არის ინფორმირებული და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში! კანონიდან გადახვევის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს“, - აღნიშნულია კახა კალაძის განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი საქართველოში ახალი რევოლუციის შესაძლებლობაზე საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)