06:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 13:46:22, 385 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე გოტებურგის მერს ლენა მალმს შეხვდა

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, გიორგი თავამაიშვილი და შვედეთში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უჩა გაბეჩავა გოტებურგის მერს ლენა მალმს შეხვდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-შვედურ ბიზნეს ურთიერთობებს. არჩილ ხაბაძემ წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროიორიტეტული მიმართულებები და ეკონომიკური პოტენციალი. აღინიშნა, რომ ვინაიდან გოტებურგიც საპორტო ქალაქია, სადაც მდებარეობს შვედეთის ყველაზე დიდი პორტი, შესაძლებელია გოტებურგის გამოცდილება ბევრი მიმართულებით სამაგალითო იყოს აჭარისთვის, როგორც ზღვისპირა რეგიონისთვის.

შეხვედრის შემდეგ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია წარმატებული ქვეყნების რეგიონების გამოცდილების გაზიარება. „ჩვენს ქალაქებს ბევრი საერთო აქვს. გოტებურგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ დარგს სწორედ ტურიზმი წარმოადგენს, შესაბამისად ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლი და სათანამშრომლო. შესაძლებელია, სამომავლოდ ბათუმისა და გოტებურგის დამეგობრება და მჭიდრო კავშირების დამყარება განათლების, ტურიზმის და სხვა მიმართულებით“ - აღნიშნა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics