|
2018-11-12 16:47:36, 1332 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ჰააგის სასამრთლოში საქართველო-რუსეთის საქმეს გამოეხმაურა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხსენებულ საქმეზე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მივიდნენ. "ქართულ ოცნებაში" დიდი კონკურენციაა იმის თაობაზე, ვისი პოლიტიკური ბრალი უფრო დიდია იმ ზიანში, რომელიც საქართველოს ბევრი მიმართულებით მიადგა. ჰააგის მეორე სასამართლოში რაც მოხდა, უკვე შემდგარი ზიანია, როცა მათ დევნილების დაბრუნების საკითხზე დავა არ განაგრძეს. ეს უკვე მომხდარი ამბავია. საზოგადოებას არათუ ლეგიტიმური საფუძველი აქვს, ზელეგიტიმური საფუძველი აქვს იმის, რომ ეჭვები და შიში ჰქონდეს იმის თაობაზე, როგორ იქცევა ეს მთავრობა, რომლის პოლიტიკური პოზიციები საკითხზე ცნობილია, რადგან მათი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები საქართველოს ინტერესებისთვის დამანგრეველია. მინისტრების დაბარების მოთხოვნას ისტერიკით და ცხრა წელზე საუბრით ხვდებიან. საუბრობენ იმაზე, რომ ყველაფერი წარსულის ბრალია და არა ხელისუფლების. იმ ანატომიაში გარკვევა არ მჭირდება, სად არის ზღვარი ღალატს, სიძულვილსა და სასარგებლო იდიოტიზმს შორის, რადგან შედეგი დამანგრეველია და მინისტრებს უნდა მოვუსმინოთ, რათა საზოგადოებას ეჭვები გაუფანტონ, თუ ეს შეუძლიათ”, – განაცხადა ბოკერიამ.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)