12:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 17:08:27, 1512 ნახვა

კომენტარი
გახარია - განათლება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის სფერო, რითაც ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი გავხდებით

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში ვიზიტისას, სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას ესტუმრა, სადაც კონფერენციას „გამოცდილების გაზიარება თანამედროვე სკოლის განვითარებისთვის“ დაესწრო.

როგორც მინისტრმა ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ განათლება და ცოდნაძე დაფუძნებული ეკონომიკა არის სფერო, სადაც ქვეყანა შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდა.

„ჩვენი ქვეყნის ათი საუკეთესო მასწავლებლიდან ერთი გახლავთ ამ სკოლის, სენაკის მასწავლებელი, რომლის მიღწევებიც  ქვეყნის მასშტაბით იქნა აღიარებული. მე მახსოვს სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ზუგდიდში, სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ, როდესაც მათი ინოვაციური პროექტი წარადგინეს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც ნასაშიც დამსახურებული აღიარება ჰპოვეს. ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო მსგავს უწყებებთან თანამშრომლობენ ისე  ეფექტურად, როგორც ეს ხდება აქ, სენაკში, ამ კონკრეტულ სკოლაში, რა თქმა უნდა, ეს არის ღირსშესანიშნავი მიღწევა ორივე ინსტიტუციისათვის. ჩვენი ახალგაზრდების განვითარება, მათი ცოდნა, მათი კომპეტენცია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეკლესია და ამ ახალგაზრდების ინოვაციური მისწრაფებები იქნება გაერთიანებული. მე მინდა, ამ სკოლას, სენაკს, სამეგრელოს და მთლიანად საქართველოს ვუსურვო, რომ მაქსიმალურად მეტი მსგავსი სკოლა იყოს, იმიტომ რომ, ეს არის იმ სინერგიის ძალა, რომელმაც ჩვენ წარმატებული ახალგაზრდები უნდა მოგვცეს. მხოლოდ და მხოლოდ - განათლება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გარღვევას, სადაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ გავხდებით ევროპული სახელმწიფოების, თანამეგობრობის ღირსეული წევრი“.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics