23:05 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 17:36:31, 982 ნახვა

საზოგადოება
10 ნოემბერს თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ორგანიზაცია - „დრონისა“ და „ქუჩის მუსიკის“ ორგანიზებით, 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში, მსმენელის წინაშე 150-მდე ქართველი მუსიკოსი წარსდგება. 

მუსიკოსები, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, 15:00-დან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.

პროექტის მიზანი ქუჩის მუსიკით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ახალი შემსრულებლების აღმოჩენა და ქუჩის მუსიკის პოპულარიზაციაა. 

ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2007 წელს ლიტვაში დაარსდა. მომდევნო წლებში, ფესტივალს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა შეურთდა და ტრადიციულად ყოველწლიურად  იმართება. საქართველოში ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2012 წლიდან ტარდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics