|
2018-11-09 15:13:05, 1507 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია შვედეთის ელჩს ულრიკ ტიდესტრიომს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ ტიდესტრიომს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ შვედ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. ასევე მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევის შემთხვევებზე, მათ შორის სკოლებსა და სოლამდელ დაწესებულებებში მშობლიურ - ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, მოსახლეობის იძულებით პასპორტიცაზიაზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე. შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თავის მხრივ ულრიკ ტიდესტრიომმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)