05:31 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 14:28:02, 2057 ნახვა

სამართალი
თემქაზე მოკლული გოგოს მამა, დაცვის მხარის ექსპერტიზას არ ენდობა

თექაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმის დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე დაკითხა.

ალექსანდრე გეჯაძემ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა 9 ჭრილობა იმ დანით მიყენებულ ჭრილობას არ შეესაბამება, რომელიც მთავარ ნივთმტკიცებადა არის წარმოდგენილი. ექსპერტის თქმით, ანა ნაცვლიშვილს ყველა დაზიანება ლადო გრიგალაშვილს შესაძლოა ვერ მიეყენებინა.

ექსპერტის დასკვნა, მოკლული გოგონას მამისთვის, მამუკა ნაცვლიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მან აღნიშნული დასკვნა გააპროტესტა. მისი განმარტებით, დაცვის მხარე ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილისთვის ბრალის შემსუბუქებას ცდილობს.

„ჩემთვის მიუღებელია ექსპერტიზის დასკვნა, რასაც ადვოკატი 8 თვისის განმავლობაში ამბობდა ის თქვა ექსპერტმა. ამისთვის ადვოკატმა მას ფული გადაუხადა. ადვოკატს უნდა, რომ 109-ე მუხლი გადაკვალიფიცირდეს 108-ე მუხლით და ბრალდებულს ბრალი შეუმსუბუქდეს. თუმცა ექსპერტმა კატეგორიული პასუხი ვერ გასცა“, - განაცხადა მოკლულის მამამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics