04:54 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 17:47:41, 463 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერიას საკრებულოს თანხმობის გარეშე ქონების მართვის უფლება ექნება

ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში თბილისის მერიის ავტონომიურობა იზრდება. ამას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ტრიპოლსკიმ და დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს.

ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის მთავრობა თბილისის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროსთან დაკავშირებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, თბილისის საკრებულო აღარ დაამტკიცებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას. ცვლილებების პროექტი თბილისის მთავრობის მიერ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების უფლებამოსილებას ითვალიწინებს. გარდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა, პროექტის თანახმად, თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად, შესაძლებელი გახდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა). მარტივდება აუქციონის ფორმით ქონების განკარგვა/სარგებლობაში გადაცემისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცედურებიც. ცვლილებების ინიციატორის, დეპუტატ გია ჟორჟოლიანის თქმით, კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების უმთავრესი ამოცანაა, ინვესტორების მოზიდვა, ახალი ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, რაც თავის მხრივ ქონების განკარგვის წესებსა და თბილისის მერიის მიერ მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics