|
2018-11-07 15:42:05, 2311 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია მზადაა, პარლამენტში მივიდეს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მზადაა, პარლამენტში მივიდეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, „ევროპული საქართველო“ მინისტრს პარლამენტში 31 ოქტომბრამდე იბარებდა, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულ თარიღს საპრეზიდენტო არჩევნები დაემთხვა, გიორგი გახარიამ მისვლა ვერ შეძლო. „ევროპული საქართველოს“ წერილს შს მინისტრის პარლამენტში მისვლის შესახებ, პასუხი უკვე გაეცა. ისინი ითხოვდნენ 31 ოქტომბრამდე მისულიყო პარლამენტში გიორგი გახარია, თუმცა არჩევნებს დაემთხვა ეს პერიოდი და ვეღარ შეძლო მისვლა. ახლა უკვე ნებისმიერ დროს მზადაა, რომ მივიდეს პარლამენტში“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ შსს-ში. ცნობისთვის, „ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში დღეს რეზოლუციას შეიტანს, რომლის თანახმადაც, პარლამენტმა შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ ორი თვის წინ შეიმუშავა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)