14:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 14:43:33, 473 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეგიონში უფასო სამედიცინო გასინჯვები იგეგმება

სხივური მედიცინის ცენტრის და კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით აჭარის რეგიონში იგეგმება მოსახლეობის უფასო სამედიცინო კონსულტაციები.

9 ნოემბერი - ხულო (სხალთის ამბულატორია)

10 ნოემბერი - ქობულეთი (კლინიკა "მედჰაუსი")

11 ნოემბერი - ხელვაჩაური (ახალშენის ამბულატორია)

სამედიცინო აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ექნებათ ადგილზე მიიღონ გინეკოლოგის, მამოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, ონკოლოგის, უროლოგის, ზოგადი ქირურგის კონსულტაციები, ჩატარდება ექოსკოპიური და ენდოსკოპიური კვლევები.

კონსულტაციები დაიწყება დილის 10:00 საათიდან.

უფასო სამედიცინო გასინჯვები და გამოკვლევები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება.

 

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics