|
2018-11-05 17:35:15, 1755 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სალიზინგო კომპანიას „B+“ positive რეიტინგი მიანიჭა
„საქართველოს ბანკის“ შვილობილ კომპანიას - „საქართველოს სალიზინგო კომპანიას“, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გრძელვადიანი ემიტენტის სტანდარტული რეიტინგი 'B+' positive მიანიჭა. საკრედიტო რეიტინგის აღებაში საქართველოს სალიზინგო კომპანიას კონსულტაციას წამყვანი საინვესტიციო ბანკი - სს გალტ & თაგარტი უწევდა. რეიტინგის მინიჭების კრიტერიუმად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ აიღო ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა: საქართველოს სალიზინგო კომპანიის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, მისი სტაბილურობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივა. კრედიტუნარიანობის შეფასებისას Fitch-მა ასევე გაითვალისწინა კომპანიის ბიზნეს-მოდელი, საკრედიტო და სავალუტო რისკები. სააგენტო მიიჩნევს, რომ სალიზინგო კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა იძლევა იმის პერსპექტივას, რომ კომპანია რეიტინგის შენარჩუნებასა და მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას გააგრძელებს. საქართველოს სალიზინგო კომპანია საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელსაც 17 წლიანი გამოცდილება აქვს ადგილობრივ ბაზარზე სალიზინგო მომსახურების სფეროში. საქართველოს სალიზინგო კომპანია იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. საქართველოს სალიზინგო კომპანია დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ფინანსურ, დაბრუნებით და საოპერაციო ლიზინგს. 2015 წლიდან კი უკვე ფიზიკურ პირებსაც მიეცათ საშუალება ლიზინგით სარგებლობის, მათ შორის ისეთი ექსკლუზიური პროდუქტებით როგორიც იმ დრომდე ბაზარზე არ იყო წარმოდგენილი.
(R)
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)