|
2018-11-05 13:18:35, 4655 ნახვა
ევროპის ამბები
„ქოცის ვირუსს ავრცელებენ“ - რომან გოცირიძე პარლამენტში პირბადით მივიდა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, საკანონმდებლო ორგანოში პირბადით მივიდა. დეპუტატის თქმით, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კაბინეტებიდან საზოგადოებაში გავიდეს და "ქოცის ვირუსი" გადასდოს. "მათ თქვეს, რომ მთელი ეს წლები კაბინეტებში ვისხედითო, ხალხთან არ გავდიოდით ამიტომ ორშაბათიდან ხალხში უნდა გავიდეთო - ვიწყებთ ჩახუტებას და მოფერებასო, ხალხის პრობლემების გულთან მიტანას და გაგებით მოკიდებასო. ფაქტობრივად მათ უნდათ ამ ჩახუტებით გადასცენ ხალხს ქოცის ვირუსი. მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ დავიზღვიეთ თავი და რაც არ უდნა ჩამეხუტოს არავითარი ქოცის ვირუსი არ გადამედება. ქოციანობა გადამდებია არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით არამედ ტელეარხიდან. ზოგიერთი ტელეარხი ქოციანობას ასხივებს, ამიტომ გირჩევთ არჩევნებამდე გამორთოთ და გაწმინდოთ ქართული სტაფილოს წვენით. ეს შველი და მოქმედებს როგორც ანტიქოცური დეზინფექციის წყარო", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)