2018-11-04 14:31:24, 1242 ნახვა
პოლიტიკა
სერგო რატიანი - ვმუშაობთ იმისთვის, რომ ივანიშვილის კანდიდატი დამარცხდეს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის თბილისსა და რეგიონაბეში შეხვედრებს განაგრძობს ევროპული საქართველო. პარტიის წევრები დღეს გლდანის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ევროპული საქართველოს წევრის, სერგო რატიანის განცხადებით: ევროპული საქართველო მუშაობს იმისთვის, რომ დამარცხდეს ივანიშვილის კანდიდატი და მოხდეს კორუმპირებული რეჟმის დემონტაჟი.
„საზოგადოებას უკვე მოეხსენება, რომ მეორე ტურში დავით ბაქრაძე და შესაბამისად ევროპული საქართველო მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. შესაბამისად ჩვენ ხვდებით ჩვენს პარტიულ ორგანიზაციებს, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ივანიშვილის კანდიდატი დამარცხდეს და მოხდეს კორუმპირებული რეჟიმის დემონტაჟი“ - განაცხადა სერგო რატიანმა
ავტორი: ,