21:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 18:01:43, 2676 ნახვა

ეკონომიკა
ფრანსუა პეშო: Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მთავრობის რეფორმების სისწორეს ადასტურებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ბანკის „Doing Business 2019"- ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას. კერძოდ, საქართველომ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა და პოზიცია 3 საფეხურით გააუმჯობესა.

„ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას! ეს უზარმაზარი მიღწევაა. ის ადასტურებს მთავრობის რეფორმების სისწორეს, რაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და კერძო სექტორის ზრდაზე დაფუძნებულ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება," - განაცხადა ფრანსუა პეშომ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, „სამომავლოდ ხელისუფლების ამბიციური რეფორმების გეგმის განხორცილება, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, დიდი მნიშვნელობის იქნება უფრო მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, ასევე ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შესამცირებლად."

საქართველომ პირველად შეძლო და ქვეყნის ქულები 10 ინდიკატორიდან გაუმჯობესდა 7 ინდიკატორში და მხოლოდ 3 ინდიკატორშია უცვლელი. ამასთან, ბიზნესის დაწყების ინდიკატორში საქართველოს მაქსიმალური 100  ქულიდან 99.34 ქულა მიენიჭა. საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნისმთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 3 რეფორმით - ბიზნესის დაწყება, გადასახადებისგადახდა და კონტრაქტების აღსრულება საქართველო მსოფლიოში კვლავ ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.

 

(NS)
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics