2018-11-02 18:00:38, 697 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცები გაიხსენეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ საქართველოში, დევიდ ეთელიმ ბათუმში დაკრძალული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ნოემბრის პირველ კვირაში, გაერთიანებულ სამეფოს დედოფლის სახელით, ინგლისში და მის საზღვრებს გარეთ, ყოველწლიურად იმართება ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ბრიტანეთის საელჩო ორგანიზებით, ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ.
69 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავი ბათუმში 2013 წლის გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი.
(NS)
ავტორი: ,