|
2018-11-02 17:45:29, 1135 ნახვა
კომენტარი
ხვიჩია: არჩევნებში 100 000 ხმა რომ მიგვეღო, საპატრიარქოს კულუარებში მწეველების ბედის გადაწყვეტას ვერავინ გაბედავდა
„გირჩს“ რომ არჩევნებში 100 ათასი ხმა მიეღო, ვერავინ ვერ გაბდავდა, საპატრიარქოს კულუარებში, მწეველების ბედის გადაწყვეტას“, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავჯდომარე, იაგო ხვიჩია „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას, კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს, პარლამენტიდან გაწვევის ფაქტს. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, მმართველი გუნდი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, საპატრიარქოსთან ათანხმებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს. ამასთან, მისი თქმით, საპატრიარქო და ხელისუფლება ადამიანების თავისუფლებას ერთობლივად ებრძვიან. „საქართველოს მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდა, რომ გააგრძელოს ადამიანებთან ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში, ეს განაპირობა იმან, რომ ამ არჩევნების შედეგებმა უბიძგა ხელისუფლებას ამისკენ. ერთ მხარეს, საღ აზრზე იყო „გირჩი“ და მეორე მხარეს კი სხვა ყველა პოლიტიკური პარტია. ისინი ებრძოდნენ ადამიანის თავისუფლებას. რადგანაც ჩვენ არჩევნებში 36 ათასი ხმა მივიღეთ, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მათ არაფერი არ აქვთ შესაცვლელი პოლიტიკაში და შეუძლიათ მხოლოდ ატერორონ ხალხი. ეს გამოწვია იმ არჩევნებმა, რომელიც ჩვენ ახლა გვქონდა და გამოიწვია იმ ადამიანების პასიურობამ, რომლებიც ამ თემით იყო დაინტერესებული. ჩვენ, რომ მიგვეღო არჩევნებში 100 ათასი ხმა, დამიჯერეთ, რომ ვერავინ ვერ გაბედავდა ამ ადამიანებზე, მწეველებზე ასე საუბარს და მათი ბედის გადაწყვეტას, საპატრიარქოს კულუარებში. საკმაოდ ცუდი შედეგი გვაქვს, თუმცა ბრძოლა არ დამთავრებულა და ადამიანები უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით სხვა გამარჯვებებიც რომ არ დავთმოთ მარტივად“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)