|
2018-11-02 14:16:40, 1601 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო, უსასრულო გარანტიას ავრცელებს
სინოპტიკოსთა ვარაუდით წელს საქართველოში საკმაოდ ცივი ზამთარი გველის, ტემპერატურა მნიშვნელოვნად იკლებს, მთაში თოვლია, ზოგან კი ძლიერი ქარი და უხვი ნალექია მოსალოდნელი. საქართველოს ზოგიერთ რაიონში პირველი თოვლი უკვე მოვიდა. ტემპერატურაც 8 გრადუსს მიუახლოვდა, ამიტომ დროა დავიწყოთ ავტომობილის ზამთრისთვის მზადება და პირველ რიგში შევცვალოთ საბურავი. 1 ნოემბრიდან უპრეცედენტო შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ზამთრის საბურავებზე თეგეტაში, Bridgestone-ის ზამთრის საბურავებზე უსასრულო გარანტია ვრცელდება. კერძოდ საბურავის დაზიანების შემთხვევაში თეგეტა უფასოდ აღადგენს ან აანაზღაურებს საბურავის ღირებულების 80%-მდე თანხას. ასევე „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ სერვისით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge ისე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44. „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge.
(R)
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)