09:04 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 13:56:54, 1071 ნახვა

კომენტარი
კობახიძე „ქართულ მარშს“: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხულია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პარტია მეორე ტურის დანიშნვამდე ფართომასშტაბიან აქციას გამართავს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ არსებობს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოება დადგეს იმ იდეის გვერდით რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობის" არ დაბრუნება. რა თქმა უნდა "ნაც. მოძრაობის" დაბრუნების შანსი რეალურად არ არსებობს. ამის გარანტი არის საზოგადოების განწყობა და ამას ჩვენ დავინახავთ არჩევნების მეორე ტურში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე "ქართული მარშის" შემოთავაზებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მარშელები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 2 შემთხვევაში დაუჭერენ მხარს - თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება.

 კობახიძის თქმით, "რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხულია".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics