21:06 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 11:38:37, 3066 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა: საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისას ანტირუსული ლოზუნგები ისმის, რაც სამწუხაროა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას შეფასებით, საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს ანტირუსული ლოზუნგები ისმოდა.

როგორც ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, სმსგავსი რიტორიკის არსებობა სამწუხაროა. 

„ეს საქართველოს შიდა საქმეა. ჩვენ მხოლოდ დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, ისმოდა ანტირუსული ლოზუნგები. ეს სამწუხაროა და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს. მოდით, მივცეთ საქართველოს მოსახლეობას საშუალება, გააკეთონ ობიექტური არჩევანი გარედან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მივცეთ მათ საშუალება, საკუთარი თავისთვის და თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის პრინციპული არჩევანი. როდესაც ის გაკეთდება, ჩვენ ყველა შეკითხვას შესაბამის პასუხს გავცემთ“, - განაცხადა ზახაროვამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics