21:05 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 17:13:01, 2932 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენება ლეგალური გახდა

გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენება დღეიდან ნებადართულია.

ამის შესახებ BBC News იუწყება.

კანაფის გამოწერა მხოლოდ იმ ექიმებს შეეძლებათ, რომლებიც მძიმე დაავადებების, ხანგრძლივი დეპრესიის ან განუკურნებელი დაავადებების მქონე პაციენტებთან მუშაობენ.

"მედიკამენტი იქნება გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებშიც სხვა წამალი უძლურია", - წერია გაერთიანებული სამეფოს ექიმების ასოციაციის დასკვნაში.

კანონის დამტკიცებაში იურისტებს ორი ბავშვის შემთხვევა დაეხმარათ. საქმე იმაშია, რომ ორ მოზარდს, რომლებსაც ეპილეპსია დაუდგინეს, ამ დაავადებასთან ბრძოლაში მხოლოდ კანაფის ზეთი შველით.

"პრეპარატების წარმოება მკაცრად იქნება გაკონტროლებული იმ ადგილებში, სადაც მას აწარმოებენ. ეს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს მარიხუანის ლეგალიზაციის გზაზე", - აღნიშნა ქვეყნის შს მინისტრმა საჯიდ დავიდმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics