|
2018-11-01 15:35:39, 1409 ნახვა
სამართალი
„ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“ - თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველი პანელი დასრულდა
ბათუმში მიმდინარე „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ რიგით მე-12 კონფერენციის პირველი პანელი - „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავებას“ შეეხებოდა, რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ მასპინძლობდა. სესიას მოდერატორობა პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გაუწია. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნებმა, რომლებიც წნეხის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელონ, მათ შორის სამხედრო მიმართულებით. ამ კონტექსტში მაიკლ კარპენტერმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მიმდინარე რეფორმები გამოყო და მათ სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო უწოდა. პანელზე სიტყვით გამოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების განახლებული მიდგომის ფარგლებში თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ორ ნაწილად - პოლიტიკურ და პრაქტიკულ მიმართულებებად დაჰყო. „ადექვატურად გვაქვს აღქმული უსაფრთხოების გარემო რეგიონში. ვთვლით, რომ ვიმყოფებით გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში, როგორც ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია აღნიშნული და რომლის მთავარი გამოწვევაა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერება, ასევე აშშ-ის ლიდერი როლის გამოცოცხლება. ამ კონკურენციას აღვიქვამთ ორი - დემოკრატიულ და ავტორიტეტულ სისტემებს შორის დაპირისპირებაში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ და ხაზი გაუსვა არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გამკლავების მიზნით ამ ქვეყნებისთვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებას, რაც ადექვატურად აისახა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში და სადაც საქართველოსაც აქვს განსაკუთრებული როლი. მინისტრის თქმით, ამავე დოკუმენტის თანახმად, მთავარი ამოცანაა ფრონტის წინა ხაზზე ერების ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ეს ყველაფერი კი ემსახურება წესებზე დაფუძნებული დასავლური სამყაროს შენარჩუნებას. საქართველოსთვის უსაფრთხოების განახლებული მიდგომა სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება, რაც ჩვენი თვითრეალიზაციისა და განვითარების გზაა და გულისხმობს მეტ ნატოს საქართველოში. პრაქტიკული თვალსაზრისით თავდაცვის მინისტრმა განხორციელებული რეფორმების ის მიმართულებები დაასახელა, რომელმაც საქართველოს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითო ქვეყნის სახელი მოუპოვა. ამ კონტექსტში ლევან იზორიამ გამოჰყო მთლიანი შიდა პროდუქტის თავდაცვის ხარჯებზე 2%-ის მიმართვა, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ის შეიარაღებაზე მიმართვა, შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, კონტრმობილურობის განვითარება, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, ფოკუსირება ხდება ტერიტორიულ თავდაცვაზე და მრავალეროვნული ერთობლივი წვრთნებიც სწორედ, ამ პრინციპზე დაყრდნობით ტარდება. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაზე. ლევან იზორიამ სამხედრო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით ახალ ინიციატივებზეც გააკეთა აქცენტი და გადასროლისწინა მომზადების საქართველოში ჩატარებაზე ისაუბრა, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მეტ ნატოს საქართველოში. არსებული საფრთხეების გამკლავებაზე იმსჯელეს ასევე, აშშ-ის ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დირექტორმა ბრაიან ვიტმორმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში იჰორ დოლჰოვმა. უკრაინის ელჩმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა, განსაკუთრებით გამოყო რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებები და აღნიშნა, რომ ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ბრაიან ვიტმორმა კი, გამოწვევების კონტექსტში ჰიბრიდული საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. პანელზე მოხსენებისას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველო „წნეხის ქვეშ მყოფ“ ქვეყნად დაასახელა და ამის ერთ-ერთ მაგალითად ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია დაასახელა. ელიზაბეტ რუდმა საქართველო აშშ-ისთვის სტრატეგიული ინტერესის ქვეყნად დაასახელა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროგრამებსა და გლობალური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)