09:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 12:36:18, 582 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში“ მიიღო მონაწილეობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ,,საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცი"-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მე-12 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

„ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი მაღალი რანგის კონფერენციების სისტემატიურად გამართვა, სადაც არაერთგზის ფიქსირდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ღია მხარდაჭერა  საქართველოს  მიმართ.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების მტკიცე და ურყევი არჩევანი. ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისკენ მისწრაფება კი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით"- აღნიშნა რეგიონის მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება.

ღონისძიებაში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

რიგით მე-12 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია" (GDSC) 2 ნოემბერს დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics