|
2018-11-01 11:02:31, 1030 ნახვა
პოლიტიკა
ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისაკენ მოუწოდებს
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა ტედ პომ (რესპუბლიკელი-ტეხასი) აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაითჰაიზერს წერილით მიმართა. „გწერთ, როგორც საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ძლიერი მხარდამჭერი, რათა განიხილოთ ჩვენს მოკავშირე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი. საქართველო აშშ-ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სფეროში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო ასრულებს ძირითად როლს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენს ერებს შორის სავაჭრო ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნავს კონგრესმენი. კონგრესმენ პოს განმარტებით, შეერთებულმა შტატებსა და საქართველოს შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო დიალოგის წყალობით ორივე ქვეყნის კომპანიებს, დასაქმებულებსა და მომხმარებლებს შორის მზარდი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი არსებობს, რაც სავაჭრო კავშირების სრული პოტენციალით განვითარების საშუალებას იძლევა. წერილში ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა, რაც საერთო ჯამში 120 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარსა და 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. „2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა შექმნა. საქართველომ ბოლო პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და სარეგულაციო სფეროში, რამაც გააუმჯობესა საინვესტიციო გარემო. აშშ-ის ბიზნესს და დასაქმებულებს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მეშვეობით უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ საქართველოს გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოთი. ჩვენს ერებს შორის უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი შეუფასებელია, რადგან იგი აღემატება საქონლის, მომსახურებისა და ინვესტირების თავისუფლად მიმოქცევის მიმართულებით მიღებულ სარგებელს. ვაჭრობის გაზრდა სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს ორივე ქვეყნისთვის. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის ეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მე მტკიცედ მოგიწოდებთ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად დაიწყოთ მოლაპარაკებები“, - ნათქვამია წერილში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ასევე აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების რეკომენდაციით, 28 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაიტჰაიზერს საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდამჭერი წერილით მიმართა.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)