|
2018-10-31 20:34:58, 1636 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლმა“ ბორჯომის ტყე-პარკში მომხმარებლების სახელზე საახალწლო აქციის ფარგლებში შეპირებული ნაძვის ხეები დარგო
„ვისოლმა“ ბორჯომის ტყე-პარკში მომხმარებლების სახელზე საახალწლო აქციის ფარგლებში შეპირებული ნაძვის ხეები დარგო. მიმდინარე წლის 26 დეკემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს 2008 წელს განადგურებული და შემდგომ ხელახლა გადამწვარი უნიკალური ტყის აღდგენას მოახმარდა, შესაბამისად, აქციის დღეს „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურზე მოსული ყოველი მომხმარებლის და კომპანიის კორპორაციული პარტნიორების სახელზე ბორჯომის ტყე-პარკში დარგული ნაძვის ხეები წვლილს შეიტანს უნიკალური ბუნებრივი საფარის აღდგენაში. „„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ტრადიციული კორპორაციული საახალწლო საჩუქრის ნაცვლად, რომელიც ყოველთვის პრაქტიკული და ყველაზე საჭირო ნივთებით არის ხოლმე დაკომპლექტებული. წვლილი შევიტანოთ ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში, რადგან ახლა, ჩვენი აზრით, ყველაზე საჭირო ერთიანი ძალისხმევაა უნიკალური რეკრეაციული ზონის ხელახლა შესაქმნელად. ჩვენ ერთხელ უკვე ჩავერთეთ აქციაში „აღადგინე“ და პროექტის ავტორებთან თანამშრომლობით განვახორციელეთ დღევანდელი აქციაც. „ვისოლის“ კორპორაციული პარტნიორების გარდა, ინიციატივაში „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურის მომხმარებლებიც ჩავრთეთ, რადგან, ვფიქრობთ, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენი საერთო ღირებულებაა.“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. „ვისოლის“ გარემოსდაცვითი აქტივობები უახლესი ევროპული სტანდარტის - ევრო 6-ის საწვავის რეალიზაციის გარდა, 2007 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკოლოგიურად უსაფრთხო შეკუმშული გაზის შეთავაზებას, საწვავის ტრანსპორტირების, ნავთობტერმინალში განთავსების, დაღვრის და აორთქლების საწინააღმდეგო უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, მთელს ქსელში ეკო-მეგობრული ლედ განათებების მონტაჟს, ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის განვითარებას და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მოიცავს.
(R)
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)