|
2018-10-31 19:49:49, 1461 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - საქართველო უახლოეს წლებში ყველა საერთაშორისო რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში უნდა იყოს
„Douing Business-ის 2019 წლის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასეთი წინსვლა ნიშნავს ძალიან დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის მიმართულებით. „რეიტინგების ყოველწლიურად გაუმჯობესება და საქართველოს დაწინაურება იმის წინაპირობაა, რომ ჩვენი ქვეყანა იქცევა უპირობო ლიდერად არა მარტო კავკასიის, არამედ უფრო ფართო რეგიონშიც ეკონომიკის და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველო უკვე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ქვეყანა და ამ მხრივ ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები. თქვენ იცით, თუ რა არის ჩვენი მთავრობის ხედვა - საქართველო უახლოეს წლებში უნდა იყოს ყველა საერთაშორისო რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში. დღევანდელი მონაცემიც ამაზე მეტყველებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველო კიდევ უფო მეტად დავაწინაუროთ. ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ საქართველო უფრო ეფექტურად ინტეგრირდეს მსოფლიო ეკონომიკაში. საჭიროა, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ლიდერი და ეკონომიკური ცენტრი. სხვაგვარად ჩვენ გაგვიჭირდება იმ ეკონომიკური გამოწვევების დამარცხება რომლის წინაშეც ვართ“, - განაცხადა ბახტაძემ. მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და ყველა უწყებას, რომელიც აღნიშნული წარმატების მიღწევაში იყო ჩართული. „აქვე მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა კოლეგას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში. მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს, მადლობა ჩვენს კოლეგებს იუსტიციის სამინისტროდან და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს მეგობრებს მსოფლიო ბანკიდან. სწორედ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღეთ ეს უნიკალური წარმატება. დარწმუნებული ვარ, ამ მონაცემებს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სულ მალე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლო წარმოდგენილი იქნება საქართველოში, ამ ნაბიჯით ჩვენ რეალობად ვაქცევთ საქართველოს ბიზნეს- და საარბიტრაჟო რეგიონულ ჰაბად ტრანსფორმირების პროექტს. ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ „მსოფლიო ბანკთან" და ჩვენ უკვე ჩავერთეთ ადამიანური რესურსები განვითარების პროექტში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდული რესურსის სწორად გამოყენებისთვის. მოგეხსენებათ, რომ სწორედ, განათლების რეფორმა იქნება შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენს დღის წესრიგში. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ჩვენ გვაქვს საქართველოში ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა, თუმცა ყველაზე მთავარი გახლავთ სიღარიბე. საბოლოო ჯამში სწორედ ასეთი წარმატებები დაგვეხმარება, საქართველო ეკონომიკურად გავაძლიეროთ, გავხადოთ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაც წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)