2018-10-29 15:18:52, 1240 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“: ისე დაჭკნებით და გაქრებით, როგორც ხაინდრავას მიერ ზურაბიშვილისადმი მირთმეული ყვავილები
"ქართულ ოცნებაში” ტრაურია, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წერვი რომან გოცირიძე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასა და მეორე ტურის დანიშვნას.
"წუხელ მკითხავთან ყოფილან და იმას უთქვამს: ”ისე გახმებით, დაჭკნებით და გაქრებით, როგორც გოგა ხაინდრავას მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი ”გამარჯვების” აღსანიშნავად მირთმეული ყვავილების თაიგულიო. გაქცეულან სამკითხაოდან პარტიის ოფისში თაიგულის სანახავად და რას ხედავენ: ზეიმში წყლის ჩასხმა დავიწყნიათ და თაიგული დამჭკნარა", - წერს რომან გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ავტორი: ,