11:07 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 13:04:41, 1241 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ღირსების არჩევნები შედგა, საქართველოში ხელისუფლების ცვლა დაიწყება

 „მე მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა, ხოლო შედეგებს ღირსების არჩევნები უწოდა.

„გილოცავთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ღირსების არჩევნები შედგა და მიუხედავად ტონობით ფულისა, რომელიც დახარჯა ე.წ. ხელისუფლებამ, მიუხედავად გაყალბებისა,მიუხედავად ყველა ტრიუკებისა და მცდელობებისა, რომ თავისი კანდიდატისთვის, არარსებული კანდიდატისთვის დაეწერათ გამარჯვება, მათ ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ პარალელურად ვითვლით ოქმებს, მალე გამოვაქვეყნებთ, ამაზე გიორგი ვაშაძე ისაუბრებს. რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, მე მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა და ძალიან დიდი მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველას, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი გუნდის წევრებს, რომლებმაც თავდადებულად იმუშავეს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც საარჩევნო უბანზე მოვიდა. რომელსაც თავისი ქვეყნის და ოჯახის ბედი აღელვებს.პირობას გაძლევთ, რომ ისევე ვიმუშავებთ მტკიცედ, როგორც ვმუშაობდით აქამდე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატმა, მადლობა გადაუხადა ოპოზოციურ პარტიებს მხარდაჭერისთვის.

„ამ ტრიბუნიდან მინდა მადლობა ვუთხრა „ევროპულ საქართველოს“ და პირადად დავით ბაქრაძეს, რომელმაც უმაღლესი სტანდარტი აჩვენა, მადლობა „რესპუბლიკურ პარტიას“, რომლის წარმომადგენლებს უკვე შევხვდი. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც ამას გააკეთებენ და ეს იქნება ყველა მინუს ერთი. ამის მოთმენა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება არ შეიძლება. გუშინ მეუბნებოდნენ რატომ არ ზეიმობო და ისეთი დაღლილი ვიყავი, ზეიმის თავი არ გვქონდა და აი დღეს დავიწყებთ ზეიმს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაწერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38,63% ხმა მიიღო. რაც შეეხება ზურაბიშვილის მთავარ კონკურენტს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობასია“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 37,74 % მოიპოვა. ამ დროისთვის 3 ათას 703 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც უბნების, თითქმის, 100 პროცენტს შეადგენს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics