2018-10-29 01:00:29, 3871 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს წინასწარი შედეგები: ზურაბიშვილი - 43.05%, ვაშაძე - 35.35%, ბაქრაძე - 10.56%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 748 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით (20.19%-ზე მეტი), საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 43.05% უჭერს მხარს. მეორე ადგილს 35.35%-ით გრიგოლ ვაშაძე იკავებს, მესამე ადგილზე კი, დავით ბაქრაძეა - 10.56%.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 3.93%
დავით უსუფაშილი (თავისუფალი დემოკრატები) – 1.66%
ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) - 1.62%
კახა კუკავა (თავისუფალი საქართველო) - 1.12%
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.
ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.4% შეადგინა.
update - 01:31
ავტორი: ,