09:06 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 20:00:16, 3355 ნახვა

პოლიტიკა
ეგზიტპოლი - ზურაბიშვილი 40%, ვაშაძე 40%, ბაქრაძე 10%

Edison research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მხარს ამომრჩეველთა 40% უჭერს.

მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძეა ( 40%), ხოლო მესამე ადგილს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე იკავებს (10%).

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) -  3%

ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) -  2%;

დავით უსუფაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) - 2%

ცნობისთვის, ეგზიტპოლი კომპანია Edison research-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. არჩევნებში პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძვის. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16% შეადგინა.

რაც შეეხება ოფიციალურ შედეგებს, ცესკო-ში განცხადება უახლოეს საათებში გაკეთდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics