2018-10-28 16:27:20, 937 ნახვა
პოლიტიკა
საია: მანქანას, რომლითაც საარჩევნო ყუთი გადაჰქონდათ ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი ეკრა
ახალციხეში მე-17 უბნიდან გასულ მანქანას, რომლითაც ამომრჩეველთან გადასატანი საარჩევნო ყუთი წაიღეს, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი ეკრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"ახალციხის #17 უბნიდან გასულ ავტომანქანას, რომელმაც ამომრჩეველთან გადასატანი საარჩევნო ყუთი წაიღო, გარედან აკრავს საარჩევნო პლაკატი საარჩევნო სუბიექტის ნომრის გამოსახულებით #48-ით", - ამბობენ ორგანიზაციაში.
საიას ინფორმაციით, 14 საათის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე სულ 39 საჩივარი წარადგინეს.
ავტორი: ,