2018-10-28 16:06:08, 1016 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის შემოტანის მცდელობა იყო, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას მისცა.
ამასთან, ყოფილი პრემიერის მტკიცებით, ოპოზიციას საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შეტანა სურდა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
„ვფიქრობ, ზოგადად ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა დესტრუქციის შემოტანის საარჩევნო პროცესში, მაგრამ მათი ეს მცდელობა, ვფიქრობ, აღმოჩნდა წარუმატებელი და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩაივლის ძალიან მშვიდად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ავტორი: ,