09:21 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 15:06:11, 949 ნახვა

პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთში ჩააგდო. 

„#67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94-ე საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე, არ დაეწერა საჩივარი და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები. ჩვენ ვითხოვთ ამ ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics