2018-10-28 14:11:08, 920 ნახვა
პოლიტიკა
„მამაჩემიც მოვა...“ - წყნეთში, საარჩევნო უბანზე აგიტატორები დააფიქსირეს [ვიდეო]
წყნეთის #137-ე საჯარო სკოლაში, სადაც #66, #70 და #75 საარჩევნო უბნებია განთავსებული, „ქართული ოცნების“ აგიტატორები იმყოფებიან, - ამის შესახებ ადგილზე მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წევრებმა უბანზე გადაიღეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ, რიგით მოქალაქეს ეუნება, რომ ხმა დააფიქსირა და მისი ოჯახის წევრიც მოგვიანებით მივა საარჩევნო უბანზე.
რაც შეეხება თავად ამ მოქალაქეს, მისი განცხადებით ის არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს.
„მე პარტიას არ წარმოვადგენ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ვარღვევ რამეს?“, - აცხადებს ადგილზე მყოფი პირი.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ავტორი: ,